Survation-ის კვლევით, გამოკითხულთა 55,7 % საპარლამენტო არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს, 16,2 % - „ნაცმოძრაობას", 6% - „სტრატეგია აღმაშენებელს“

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით, ორგანიზაცია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,7 % საპარლამენტო არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემთ ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გამოკითხულთა 16,2 % „ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, მესამე ადგილზეა „სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც გამოკითხულთა - 6 % უჭერს მხარს, „ევროპულ საქართველოს" - 5,6%, „ლეიბორისტულ პარტიას" - 4,5 %, „პატრიოტთა ალიანსი" 3,9 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის შედეგები შემდეგია: „ლელო“- 3.7%, „გირჩი“-2,2%, „ერთიანი საქართველო“-1%, „თავისუფალი დემოკრატები“-0,5%.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1 200-მა ადამიანმა მიიღო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025