ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - საკომიტეტო თუ პლენარულ სხდომებზე წარმოადგინონ შინაარსობრივი შენიშვნა და პოლიტიკურად ნუ პარაზიტობენ

ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა ან მოსაზრება აქვთ, კეთილი ინებონ და საზოგადოება ხელფასს რაშიც უხდის, საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებაში, მიიღoნ მონაწილეობა”, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია “პოლიტიკურად პარაზიტობს”.

“საკომიტეტო თუ პლენარული სხდომის დროს წარმოადგინონ შინაარსობრივი შენიშვნა ან მოსაზრება და ნუ პარაზიტობენ პოლიტიკურად. ისინი იღებენ ხელფასს და არაფერს არ აკეთებენ სანაცვლოდ. მინიმალური სტანდარტი, რაც პარლამენტის წევრმა უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება და არა ისე, რომ თურმე ბოიკოტს აცხადებენ და რეალურად ხელფასს იღებენ. თუ მოვლენ და კეთილს ინებებენ, რა ვალდებულებაც მათ აკისრიათ, როგორც პარლამენტის წევრებს, ჩაერთვებიან შინაარსობრივ განხილვაში, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პოზიციებს”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა.

ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა