ანატოლი ბიბილოვი - პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არ აპირებს დათანხდეს ოპოზიციის მოწოდებას და „საპრეზიდენტო ვადის“ ამოწურვამდე „თანამდებობა“ დატოვოს.

„პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, პრეზიდენტი გააგრძელებს მუშაობას მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი,“- აღნიშნა ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ზოგიერთ ე.წ. „დეპუტატს“ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკურ სიბრტყეში გადააქვს.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინ, ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. მომიტინგეები, რომლებსაც მხარს ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უჭერენ, დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეულ რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა