ანრი ოხანაშვილი - სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ოპოზიცია არსებობს მე-9 მოწვევის პარლამენტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ცვლილებების ძირითადი არსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შემდგომ დაზუსტებაში მდგომარეობს, კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ეტაპზე მოსამართლეთა შერჩევის დასაბუთების, გასაჩივრებისა და კენჭისყრის ღიაობის საკითხებს.

"ამ მიმართულებით წარმოდენილი კანონპრპექტი მთელ რიგ დაზუსტებებს ითვალისწინებს. საკითხთან მიმართებით კონსულტაციებს გავდივართ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოო რედაქცია იქნება შეჯერებული ვერსია, რომელიც ასევე იქნება გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ ის საკითხები, რომელთა დაზუსტების საჭიროებაც იდგა ამ ცვლილებების შედეგად, საბოლოოდ დაზუსტდება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კომიტეტს არ დაესწრო საპარლამენტო ოპიზიციის არცერთი წევრი, რაც მითუთითებს იმას, რომ მათ სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერების არანაირი ინტერესი აქვთ.

"ისინი მხოლოდ ლიტონი სიტყვებით შემოიფარგლებიან და საუბრობენ, რომ სურთ სასამართლოს შემდგომი რეფორმები.თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება საგნობრივ განხილვაში არ მონაწილეობენ და არანაირ შინაარსობრივ აზრს არ გვთავაზობენ. ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი საპარალმენტო ოპოზიცია არსებობს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში",- განაცხადა ოხანაშვილომა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა