ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი 1828, რომელიც აშუქებს სიახლეებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ფარავს საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს, აქვეყნებს სტატიას ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე და წარმატებულ მაგალითად მოჰყავს საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი.
პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საკუთარ ბლოგში საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
განათლების ექსპერტი მიმოიხილავს იმ სირთულეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა. განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.
ავტორი, მის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ ევროპასთან დაახლოებული ქვეყნები ასევე ხსნიან თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებს და დასძენს , რომ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში იხსნება სრულიად ახალი, STEM მიმართულების საუნივერსიტეტო კამპუსი. დროთა განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაიწყებს მუშაობას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის არიან სტუდენტები, ვინც წარსულში ამჯობინებდნენ დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში არსებულ უნივერსიტეტებს. მსოფლიო დონის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა 1 მილიარდი ევროს ღირებულების მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც გაცილებით ახლოს არის სახლთან, შეიძლება ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს ამ რეგიონების სტუდენტებისთვის, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ერთერთი მიზანია. მომავალ წელს, დაიწყება ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების გახსნა, მათ შორის გაიხსნება კავკასიის რეგიონში პირველი პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც სიმსივნის დიაგნოსტირებისა და პროტონის სხივური თერაპიით მკურნალობის კომბინირებული ცენტრი იქნება. KIU-ს გაცხადებული მიზანია, ევროპულ სამედიცინო სივრცეში დანერგოს შედარებით ხელმისაწვდომი პრაქტიკა.
უმაღლესი განათლების სისტემაში, კორონავირუსი, უდავოდ ამკვიდრებს ძველი ევროპული უნივერსიტეტებიდან ახალ, სწრაფად განვითარებად და დაბალი სწავლის გადასახადის მქონე უნივერსიტეტებში გადასვლის ტრენდს. ეს შედეგები უკვე გამოიკვეთა. განათლების სფეროში ჩვენს ხელმძღვანელებს დასჭირდებათ შესაბამისი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, რათა მოხდეს ბაზარზე არსებულ ცვლილებებთან ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ისტორიულ დომინირებას უმაღლესი განათლების სფეროში და ამის შედეგად არსებულ ყველა ეკონომიკურ თუ კულტურულ სარგებელს საფრთხე დაემუქრება.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
გამოცემა 1828, უილ უოლტერი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"