მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს სახლობანას თამაშში არ უნდა ჩავყვეთ

მიხეილ სააკაშვილს სახლობანას თამაშში არ უნდა ჩავყვეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დროს ვაზს ჩეხავდნენ და თუ სუბსიდირება უნდოდა, ამის გაკეთება მაშინ შეეძლო.

„ორი დღეა მიხეილ სააკაშვილზე მთხოვთ, რომ სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მიჭირს. ადამიანი გამოდის და ამბობს, მე რომ პრემიერი გავხდებიო და იცის, რომ 11 პროცენტი აქვს რეიტინგი პარტიას და იმის ნახევარი თვითონ. შესაბამისად, არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ოდნავ სერიოზულად თუ შევხედავთ, ვაზს ჩეხავდნენ მის პერიოდში და ქართველისთვის ამაზე ცუდი რა შეიძლება რამე იყოს. სუბსიდირების სურვილი თუ ჰქონდა, გამოეხატა თავის დროზე. როცა სახელმწიფო პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ეკონომიკის რეცესიის პერიოდში მაინც ახერხებს გლეხის სუბსიდირებას, ამ დროს იქ რაღაც გაჟური გამოხტომა, არის სპეკულაცია.

სახლობანას თამაშში არ უნდა ჩავყვეთ. ზოგი პრემიერია, ზოგი სუს- ს აუქმებს, ზოგი სასამართლოს აუქმებს, ზოგს უცხოელი მოსამართლეები ჩამოჰყავს, მერე უცხოელ პოლიციელებს ჩამოიყვანენ - რაღაც რაციონალური პროგრამა ხომ უნდა ჰქონდეთ და დაპირება, ადამიანი ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ რეალობასთან ოდნავი შეხება მაინც აქვს,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა