თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ექსპერტიზა მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ექსპერტიზა მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ საკალმახე „ალგეთში“ ის მწერები ნახეს, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილში აღმოაჩინეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველის განცხადებით, აღებული მწერების ნიმუშს პირვანდელ ექსპერტიზის დასკვნას შეადარებენ.

„აღებული იქნება მწერების ნიმუში და პირვანდელ ექსპერტიზის დასკვნას შეადარებენ. აუცილებელია სიღრმისეული კვლევა ჩატარდეს მანქანაში არსებულ ბიოლოგიურ მასალასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადგილზე იმყოფება გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც. „კიდევ რაღაც ექსპერტიზას ატარებენ, არ ვიცი რას ეძებენ. დარჩათ ალბათ რაღაც, რომ გააბათილონ და წაშალონ ეს ფაქტი“,- აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საკალმახეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან ჰქონდეს კავშირი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია