დავით ბაქრაძე კამპანიებზე: „დაავალე მიშას“ და „ალეკო გისმენთ“ - ყველას შევთავაზებდი, ხალხს მოვუსმინოთ და ტელეფონი მივცეთ არა მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, არამედ 2 წლით ადრე

კარგია ინოვაციები, მაგრამ კიდევ უკეთესია, როცა ამას აკეთებ ყოველ დღე და არა საარჩევნო პერიოდში, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ კამპანიას „დაავალე მიშას“ და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიას „ალეკო გისმენთ“, რომლის ფარგლებშიც მან საარჩევნო ბანერებზე მობილურის პირადი ნომერი გამოაქვეყნა.

როგორც ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პოლიტიკოსებისადმი მისი რჩევა იქნება, ხალხს არა მხოლოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე, არამედ 2 წლით ადრეც მოუსმინონ.

„კამპანიები კარგია, მაგრამ კამპანიაზე კარგია, როცა ეს ყველაფერი ხდება რუტინულ რეჟიმში. ანუ, არჩევნების წინ, როდესაც უსმენ ადამიანებს, ეს ყოველთვის ტოვებს საფუძვლიან უნდობლობას ხალხში - უსმენ არა იმიტომ, რომ მათი პრობლემები გაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ შენ გჭირდება მათი ხმები. ამიტომ ყველანაირი კამპანია და კრეატივი არჩევნებში კარგია, მაგრამ ყველაზე კარგია, როცა ადამიანებთან შეხვედრა და მოსმენა ხდება ყოველდღიურად და არა საარჩევნო პერიოდში.

არ მიყვარს არასდროს თავის გამოჩენა, მაგრამ თუ ვინმე ამ ქვეყანაში დადის ყოველდღე და ყოველკვირა არასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან, ერთ-ერთი ვარ მე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია ინოვაციები, მაგრამ კიდევ უკეთესია, როცა ამას აკეთებ ყოველ დღე და არა საარჩევნო პერიოდში. აი, ეს არის ჩვენი ინოვაცია - ყველა პოლიტიკოსს შევთავაზებდი, რომ ხალხს მოვუსმინოთ, ტელეფონი მივცეთ და პრობლემებზე ვესაუბროთ არა მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, არამედ არჩევნებამდე 6 თვით,10 თვით ადრე, 2 წლით ადრე და მაშინ უფრო დასაფასებელი იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ