ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 93 ადამიანის ტესტირების შედეგად, 26 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 72 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, თვითიზოლაციაში 20 ადამიანი.

შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 782-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს