ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 ოქტომბირდან ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. „პრეზიდენტმა“, ე.წ. „მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის საკოორდინაციო შტაბის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელი მოაწერა ბრძანებას შეზღუდვების დაწესების შესახებ.

შეზღუდვები ითავლისწინებს: მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას დახურულ შენობებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისათვის, რომლებიც ვალდებულები იქნებიან შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები: თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ღონისძიებების სტუმრებმა ადგილები დარბაზებში ორი ადგილის გამოტოვებით უნდა დაიკავონ, შენობების ყოველდღიური დეზინფექცია კი ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს.

იკრძალება საქორწილო და სხვა სახის საზეიმო ღონისძიებები. რეკომენდირებულია სამგლოვიარო და ხსოვნის ცერემონიალებში მონაწილე პირების რაოდენობის შეზღუდვა.

კვების ობიექტებს დაავალეს, მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მაგიდები ერთმანეთისგან სულ მცირე 1.5- მეტრიანი დაშორებით განათავსონ.

საკვების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ტანსაცმლის ბაზრობების ადმინისტრაციებს სოხუმსა და რეგიონებში დაავალეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ დღე განახორციელონ.

ცნობისათვის, დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 782 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 7 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა