საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს საბოლოო შედეგისკენ, საქართველოს ევროკავშირში წევრობისკენ მიმართული.

მათი შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი რთული ამოცანებით არის სავსე, რასაც კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეები, რაც ჯამში ქვეყანას გადარჩენის საფრთხეს უქმნის.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს დემოკრატიული მმართველობის, მართლმსაჯულების, მედიის თავისუფლების პრობლემები და სტრატეგიული ხედვების ნაკლებობა.

„ამ პირობებში, საქართველოს დამოუკიდებლობის და ღირსეული მომავალის შენარჩუნება მოითხოვს საზოგადოების კონსოლიდაციას, მომავლის პერსპექტივის გამოკვეთას, ძალების მობილიზებას და დროულ სტრუქტურულ ცვლილებებს სწრაფი განვითარების და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მისაღებად. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ამ მიზნების მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ქვეყნის დაჩქარებული ტემპით რეფორმირება, ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ეფექტური და განუხრელი შესრულება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის რადიკალური გაღრმავება. ამასთან, მივიჩნევთ რომ ინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს საბოლოო შედეგისკენ, საქართველოს ევროკავშირში წევრობისკენ მიმართული. ამასთანავე, მიგვაჩნია რომ საქართველო ევროპის ნაწილია და შესაბამისად ერთობლივ მომავალზე ჩვენც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა სხვა ევროპელებთან ერთად.

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად მოსულმა ახალმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს და მომდევნო საარჩევნო ციკლი გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოების მობილიზაციით და აქტიური რეფორმირებით, ქვეყანა მოამზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, რათა საქართველომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შეძლოს ევროკავშირში წევრობის დასაბუთებული ოფიციალური განაცხადის გაკეთება.

კარგად გვესმის, ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო პროცესების სირთულე და არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარება. თუმცა მივიჩნევთ, რომ აღნიშნული პროცესი ერთი მხრივ წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური წინსვლის ეფექტურ საშუალებას, ასევე საქართველოს მხრიდან მისი ევროპული პერსპექტივის უფლების გამოყენებას, ჩვენი მკაფიო განზრახვის გამოხატვას.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სისტემური ცვლილებები, მათ შორის: შიდა პოლიტიკური პროცესების და ეკონომიკური პოლიტიკის ძირეული ცვლილება, რაც აამაღლებს ნდობას მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის; კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების კულტურის დანერგვა და საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრირება არსებული პრობლემების მოგვარებაზე; კარგი მმართველობის პრინციპებზე დამყარებული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარება; სასამართლო სისტემისა და მედიის ძირეული რეფორმა. ეს უნდა გახდეს ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის სახელმძღვანელო პრინციპები“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ისინი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჩამოთვლილი პრინციპების და ამოცანების მიმართ, გაითვალისწინონ ისინი თავიანთ საარჩევნო პლატფორმებში და აქტიურად განახორციელონ ისინი.

„ჩვენი მხრივ, როგორც, სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოვხატავთ მზადყოფნას აქტიურად ვითანამშრომლოთ და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სწრაფი განვითარების, უსაფრთხოების მიღწევის და ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: ლიბერალური აკადემია თბილისი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA),ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“, საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG); ახალგაზრდული ალტერნატივა;სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“;საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);ფონდი „სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი“; საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; მეწარმე ქალთა ფონდი; მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD); ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC); ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი;კავშირი „ეკოტექი“; ევროკავშირი-საქათველოს ბიზნეს საბჭო; კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”; ასოციაცია „მერკური“; ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო;გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ;მედიის განვითარების ფონდი; თავისუფალი არჩევანი;ფონდი „ადგილის დედა“; ასოციაცია „ათინათი“ ;ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია „ახლებური ხედვა“ ;ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის;ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ;ფონდი „სოხუმი“; ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“; ასოციაცია „ელკანა“; ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია ;კოალიცია შინმოვლა საქართველო, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი,ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", საერთაშორისო ფონდია „ლეა“, რეპატრიანთა კავშირი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, საქართველო პრესის ასოციაცია, ასოციაცია „დეა“, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, თავისუფალი მედია სივრცე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, "კონკურენციის ცენტრი”, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტი, ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვები“, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის, ჩართულობის და განვითარების ცენტრი,ასოციაცია „ჰერა“, ტურიზმის ინსტიტუტი, ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმა, საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საზოგადოებრივი დამცველი, ველური ბუნების დაცვის საზოგადოება „ჭაობი“, ჯანმრთელი სამყარო, ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის, გურიის ტურიზმის ასოციაცია, გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის, ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი, კავკასიური სახლი - საქართველო, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი, მეგობრობის ხიდი ქართლოსი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი, გურიის აგრობიზნესცენტრი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის,მ მწვანე კავკასია, სტუდია რე, ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს