„ერთიანი საქართველოს“ გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ქუჩებში პლაკატებს აღარ გააკრავენ

„კარგად ვიცით საზოგადოების განწყობა შპალერის მსგავსად გაკრული პლაკატების მიმართ და ჩვენც ისევე გვაწუხებს, არჩევნების შემდეგ წლების მანძილზე გახუნებული და ჩამოუხსნელი პლაკატების ყურება ქალაქის მაშტაბით, როგორც დანარჩენ თანამოქალაქეებს“,-ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ შტაბის სპიკერმა ბექა პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიამ მიიღო ახალი ინიციატივა, რომ დედაქალაქის ქუჩებში აღარ გააკრავენ პლაკატებს და ამის ნაცვლად ფინანსურ რესურსს პროგრამების გავრცელებაში დახარჯავენ.

„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას დედაქალაქის მასშტაბით პლაკატების გაკვრაზე. ამის საპირწონედ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავბეჭდოთ ძალიან დიდი რაოდენობით საარჩევნო პროგრამები და ჩვენი პარტიის „ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველოს“ აქტივისტები იზრუნებენ იმაზე, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლებას სახლში მიუტანონ ჩვენი მინი პროგრამები, რათა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალურად საქმიანი ინფორმირება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სხვა პარტიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და უარი თქვან ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა