ე.წ. პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „პრემიერ - მინისტრი“ ვერ დაამტკიცეს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პარლამენტში ვერშემდგარი კვორუმის გამო, ე.წ. პრემიერ - მინისტრის გარეშე დარჩა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტს გენადი ბეკოევის კანდიდატურა დღეს უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა, საჭირო კვორუმი ვერ შეაგროვეს და სხდომა ჩაიშალა.

ე.წ. დეპუტატის, ალან გაბატოვის თქმით, მისი კომიტეტის კონსულტანტებმა სათითაოდ დაურეკეს ყველა „დეპუტატს“, რომლებსაც არ სურთ ე.წ. პარლამენტის სხდომებზე დასწრება.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტს გენადი ბეკოევის კანდიდატურა წარუდგინა მარიონეტული მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.

ბეკოევი 29 აგვისტოდან ე.წ. პრემიერ - მინისტრის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტი მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგის ფონზე დაითხოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა