ჯანმო მსოფლიო თანამეგობრობას ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო საზოგადოებამ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რათა მომავალში მასშტაბური ინფექციური დაავადებების გავრცელება არ დაუშვას, როგორც ეს კოვიდ-19 შედეგად მოხდა. ამის შესახებ მსოფლიო ხელისუფლებებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მიმართა.

„ეს იმის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს, რომ მსგავსი სიმძიმისა და მასშტაბის პანდემია აღარ განმეორდეს“, - განაცხადა მან.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თქმით, პოლიტიკური ნებისა და ჯანდაცვის დაფინანსების მზადყოფნის მქონე მსოფლიო თანამეგობრობას შეუძლია აღკვეთოს სამომავლო პანდემიები და შეებრძოლოს მათ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს