დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას ინფორმაციის წყაროს დაუსახელებს. მისი თქმით, ტყუილია, რომ სატელიტური ფოტოები, რომელიც მან მიხეილ რამიშვილს მიაწოდა, დამონტაჟებულია. როგორც ის ამბობს, წყარო, რომელმაც აღნიშნული ფოტოები მისცა, „სერიოზულია და გაყალბების აუცილებლობა არ იყო“.

„მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი. აქ რამდენიმე ქვეყანაზეა ლაპარაკი. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სხვა რეგიონის ქვეყნებთან ერთად ამ დიდ ტრანზაქციებსა და ფინანსური ნაკადების გატარებაში სერიოზულ მასშტაბებს აღწევს“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იხილეთ ვიდეო: დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს