ვლადიმერ პუიტინმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის მომავალშიც გაგრძელდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების განვითარება.

„ოცდაათი წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა, რომელმაც მამაცურად გადალახა მძიმე განსაცდელები, მოიპოვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლება. რუსეთი, თავის მხრივ, განაგრძობს სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ დახმარებას აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის ბიბილოვისადმი მისალოც წერილში.

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის დღე აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო