ანატოლი ბიბილოვი - ჩვენთვის გადამწყვეტი გახდა რუსეთის ძმური დახმარება, რომელიც ყოველთვის მოდიოდა სასიკვდილო საფრთხის მომენტში

„სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის კავშირი, რომელიც ყოველთვის მოდიოდა „რესპუბლიკის“ დასახმარებლად, კვლავაც განაგრძობს მისი უსაფრთხოების გარანტირებას და მშვიდობიანი განვითარების გზაზე წინ წაწევას. ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის 30 წლის იუბილეზე განაცხადა.

„ჩვენთვის გადამწყვეტი გახდა რუსეთის ძმური დახმარება, რომელიც ყოველთვის მოდიოდა სასიკვდილო საფრთხის მომენტში დასახმარებლად, მაშინ, როდესაც წყდებოდა საკითხი სამხრეთ ოსეთის ყოფნა-არყოფნის შესახებ. უდიდესი დახმარებაა გაწეული და კვლავაც გრძელდება რუსეთის დახმარება ომისშემდგომი აღდგენისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“ , - აღნიშნა ბიბილოვმა ე.წ. სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას, რომელიც დღეს ცხინვალში გაიმართა.

მასში პირველად ოკუპირებული აფხაზეთის „ჯარისკაცებიც“ მონაწილეობდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა