ხატია დეკანოიძე - ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება

ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ჩემს 21 წლის შვილზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება, - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, თვალთვალს კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილების თანამშრომელი ახორციელებს.

„კონკრეტული ფაქტი, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს და ჩემმა ოჯახის წევრებმა და ჩემი შვილის მეგობრებმა ამ მანქანის დაფიქსირება მოასწრეს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მუშაობს გლდანის განყოფილებაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, თვალთვალით, შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს.

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი მეგობრების და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არაერთი გაფრთხილება, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე და ასევე, ამ ადამიანებისგან მიმდინარეობდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების მეშვეობით ახდენს ხელისუფლება.

მე მინდა, საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, რომ მე ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ძალიან კარგად გვაქვს გათვიცნობიერებული ვის ვებრძვით და რატომ არის ჩვენი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, თვალთვალით შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. მინდა. მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტონ ეს ზეწოლა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს