ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთი სკოლა მასწავლებლის კორონავირუსით გარდაცვალების შემდეგ დროებით დაიხურა

ოკუპირებული სოხუმის #1 სკოლა, რომლის ერთ-ერთი პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, დროებით დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ სკოლის დირექტორ ნონა დელბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსწავლეები თავიანთ სახლებში 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.

სკოლის დირექტორის განმარტებით, კვირას დირექციას აცნობეს, რომ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა, გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევები სკოლის ხუთ კლასში გამოვლინდა.

დირექტორის თქმით, მან ეპიდსიტუაციის შესახებ ე.წ. „განათლების მინისტრს“ აცნობა, რომელმაც მოსწავლეების 2 კვირით დათხოვნის განკარგულება მისცა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 939 შემთხვევაა გამოვლენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა