რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე - ჩვენ ვნახეთ პეიზაჟების ფონზე მოსეირნე ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეოდრამა

ჩვენ ვნახეთ პეიზაჟების ფონზე მოსეირნე ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეოდრამა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინა.

„მან დასვა საკითხი, რომ ან მოიგებს არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა”, ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი. ახლაც ასე იქნება. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო, ხოლო სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს ძალიან მწარე მარცხს.

„ნაციონალური მოძრაობა” და მისი ანასხლეტები როგორი მიუღებლებიც იყვნენ ქართველი ხალხისთვის, მაშინ როცა იყვნენ ხელისუფლებაში და როგორი დანაშაულებრივებიც იყვნენ, ასეთი დანაშაულებრივი არიან მაშინ, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში. ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი, კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვებს”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილს საქართველოს წარმატება არ უხარია.

„ამ ადამიანს არ უხარია არც ერთი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს ადამიანი ყოველთვის განსაკუთრებით აგრესიით პასუხობს ნებისმიერ პროგრესს და წინსვლას, რაც საქართველოში ხდება იმიტომ, რომ ამ მისი ინტერესი არ არის საქართველო, ამ ადამიანის ინტერესი არის მხოლოდ ძალაუფლება. ის არის შუასაუკუნეების მმართველის მენტალიტეტის მქონე. ამიტომ, მისი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში და მითუმეტეს, პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ არის”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენეთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.

„მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან - თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები“, -აცხადებს სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა