დეკანოზი - ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა რომელიმე შეხვედრაზე

მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა.

დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, რადგანაც ის ვერ იქნება მხარე.

„ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, რომ კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია მის წინასაარჩევნი მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, ვინაიდან ეკლესია არის ყველასი. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა ეს არის ის, რომ ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნის. სხვათა შორის, ჩემზე კარგად იცით, რომ ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ, ეს არის მათი კონკრეტული გადაწყვეტილება დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის, კონკრეტულ ღონისძიებას.

ეკლესია არცერთ პარტიას ასე არ უჭერს მხარს, მის საარჩევნო კამპანიაში არავითარ შემთხვევაში არ ერევა, ეკლესია ვერ იქნება მხარე. თუმცა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა კონკრეტულ შეხვედრაზე, გამოხატოს თავისი პოზიცია, თუნდაც თავის შეხედულება კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის თუ პირიქით, მის წინააღმდეგ“, - განაცხადა დეკანოზმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე