კახა კალაძე - „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის გაუმკლავდეს ყველა გამოწვევასა და პრობლემას

როდესაც საჩხერეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, პირველ რიგში, ამ კუთხის გამორჩეული და ღირსეული შვილი არ გავიხსენოთ, უანგარო ქველმოქმედი, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კეთილი საქმე გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტში გარდამტეხი როლი შეასრულა და დაასრულა წინა ხელისუფლების „ერთპიროვნული ავტოკრატიული მმართველობა“.

„წარმომიდგენია, რამდენად საამაყოა თქვენთვის, რომ სწორედ თქვენს გვერდით იზრდებოდა, თქვენთან ერთად იზიარებდა გაჭირვებასა თუ სიხარულს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც 2012 წელს თქვენთან და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გარდამტეხი როლი შეასრულა და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა წინა ხელისუფლების ერთპიროვნული ავტოკრატიული მმართველობა. რა თქმა უნდა, თქვენთან სრულიად ზედმეტია საუბარი თუ რამდენად უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი არა მხოლოდ თქვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს ქვეყანაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ. წარმატებების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, მატულობს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე, რომ ქვეყნის წინსვლა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნონ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სათანადო რეაგირება სჭირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყებები იყო ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით- განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოებული სპეციალური პროექტები, რომ სოფლად გლეხი გაძლიერდეს, სოფლის მეურნეობა გაძლიერდეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი, შეიქმნას სამუშაო ადგილები. ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა, თუმცა, მგონი, ყველამ ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი პასუხის გაცემა და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მზად არის გაუმკლავდეს ყველა გამოწვევასა და პრობლემას. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში, როგორც ეს 2012 წლამდე იყო, თითოეული თქვენგანის როლი, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული პარტიის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ თქვენი თანადგომით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა