რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილს ჭარბი ნდობა პირველ 2-3 წელში მართლაც ჰქონდა და ეს ჭარბი ნდობა გაქრა, თოვლივით დადნა

ეკონომიკა რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამას ყველა კვლევა ადასტურებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ipsos- ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ ქუჩაში, დაადასტურებს ამ კვლევების მართებულობას.

„ბოლოს და ბოლოს შევხედოთ, რა ხდება ლართან დაკავშირებით, დაანგრიეს ფაქტობრივად, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ნულოვანი შანსი აქვს ამ ხელისუფლებას. რაც ვერ გააკეთა 8 წელში, როგორ გააკეთებს 4 წელში? ჭარბ ნდობაზე რომ საუბრობდა ივანიშვილი, მართლაც პირველ 2-3 წელში ჰქონდა ეს ჭარბი ნდობა, რომელიც გაქრა, დადნა თოვლივით. ამიტომ ამ უნდობლობისა და არაკომპეტენტურობის მატარებელ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ქვეყანა ანდოს ხალხმა?

ჩამოიშალა ფაქტობრივად ჩვენი ეროვნული ვალუტა. კვლევა გვეუბნება ერთ რამეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

„ჩამოშლილი და ჭაობში ჩაძირული ქვეყანა ამოვიყვანეთ და დავაყენეთ ევროპული განვითარების გზაზე, ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ვინმეს საქართველოში ეჭვი ეპარება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომიკის აღორძინების უნარი შესწევს? გაგვიკეთებია ერთხელ და გავაკეთებთ მეორეჯერაც. ვინ არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში? იცით რა კომპეტენციის ხალხია? ზოგი ხომ ივანიშვილის მოსამსახურე იყო, ზოგი დარაჯი, ზოგი პირადი ექიმი. როგორ არჩევენ კადრებს, მოსამართლეებს? კატასტროფული საკადრო მდგომარეობაა. ვინ არიან საქართველოში დეპარტამენტის უფროსები და მინისტრები? - სამოსნები უკეთეს შემთხვევაში. პირადად მე, თანაშეწედ თუ ავიყვანდი მაქსიმუმ რომელიმეს, დავფიქრდებოდი ამაზეც, მათი კვალიფიკაცია ამისთვისაც არ არის საკმარისი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა