რომან გოცირიძე - რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისათვის? - თუ ამას ვერ მივაღწევთ, მოგვიწევს კოალიცია, აბა ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისათვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში? - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება, არასწორადაა აღქმული.

„არ მგონია, რომ მთლად ზუსტად იქნა გაგებული ეს განცხადება. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი. კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51%-ს იღებს. თუ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა” ამ ზომით, არ დასჭირდება მას კოალიცია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა და წინასაარჩევნოდ ჩვენი ტაქტიკა. რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისათვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?”- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეფასებას სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, გოცირიძის განცხადებით, ახლა „ზედმეტი კინკლაობა „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს”.

„არ მგონია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე ვნებათაღელვა საარჩევნო სტრატეგიის სასურველი მიმართულება იყოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენეთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.

„მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან - თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები“, -აცხადებს სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა