რეჯეფ თაიფ ერდოღანი ემანუელ მაკრონს - ანკარას ყველა პრობლემის მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვა და გადაწყვეტა სურს

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან, ორმხრივ კავშირებსა და ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დიალოგს და თანამშრომლობას პრობლემების გადასაჭრელად.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის მიზეზი „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში თურქეთისა და კვიპროსელი თურქების კანონიერი უფლებების უგულვებელყოფაა.“ მისივე თქმით, „ანკარას ყველა პრობლემის მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვა და გადაწყვეტა სურს.“

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია „ელისეის სასახლემაც“ გაავრცელა. მათი ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მყარი ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ემანუელ მაკრონი მიესალმება თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაგეგმილ საცდელ მოლაპარაკებებს და იმედი აქვს, ეს მოლაპარაკებები რეგიონში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ