სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან პრეზიდენტის მიერ პატიმარ გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, საჭიროა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში პოზიტიური როლი შეასრულოს და გიორგი რურუა კონსტიტუციით მინიჭებული შესაძლებლობის თანახმად გაათავისუფლოს.

"2020 წლის 8 მარტს მოეწერა ხელი ისტორიულ შეთანხმებას საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის, რომლის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილება და მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლება. ეს შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ვიდრე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე და პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შესამცირებლად, საჭიროა რურუას გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ დღეს ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და გვინდა მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა და შეასრულოს დადებითი როლი ამ შეთანხმების შესრულებაში და გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული შესაძლებლობა",-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა