სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, ოჯალეში, ვიქტორ კუპრაძის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ამავე მიზეზით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, ქვემო აჟარის, ანდრო ჭილაიას, უჩა ჯაფარიძის, ტოგო გუდავას, ალექსანდრე ბანძელაძის, შალვა ნუცუბიძის, ზურაბ მუზაშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის, დ. გამრეკელის, შატილის, ძოწენიძის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო