აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან  აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება

აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

„25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს - დღის მანძილზე იმუშავებენ 22:00 საათამდე. ასევე, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო:აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს