1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.

იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში