ლევან თარხნიშვილი - ამომრჩეველთა აქტიურობა, პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გორის და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს ნაცნობ მეთოდებს, როგორებიცაა დაშინება, მოსყიდვა და ძალადობა.

ლევან თარხნიშვილი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, ბიუროკრატებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, „ნუ ჩაყვებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში“.

„საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან, ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ უარს არ ამბობს მისთვის ნაცნობ მეთოდებზე და ისევ იყენებს ძალადობას, დაშინებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, პირადი ინფორმაციისა და პირადი ჩანაწერების გამოყენებას ზეწოლისათვის. მაგრამ, აქ აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი.

პირველი, ის, რომ „ქართული ოცნება“ არის განწირული დამარცხებისათვის, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველა ბიუროკრატს, ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, ყველა სააარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ყველა, ვინც აღუდგება წინ ხალხის დაკვეთას, არის განწირული დამარცხებისათვის. მეორე, ამომრჩეველთა აქტიურობა, პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და უზრუნველყოფს იმას, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები“, -განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა