ნინო ბურჯანაძე - არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და  გრიგოლ ვაშაძეს

არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო" არ აპირებს.

„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას. შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა