ბესო დანელია - ნინო ბურჯანაძეს სამეგრელოში დიდი მხარდაჭერა აქვს

ზუგდიდელებთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში ცალკე პანდემია მძვინვარებს და ცალკე სუს-ი და ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეთა დაშინებამ მასიური ხასიათი მიიღო, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები საკმაოდ კარგად იყვნენ წარმოდგენილი , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო დანელიამ განაცხადა.

დანელიას განცხადებით, ზუგდიდში მოსახლეობასთან საუბარი არა მხოლოდ ადგილობრივთა პრობლემებს შეეხო, არამედ ამომრჩეველს „ერთიანი საქართველოს“ ეკონომიკურ-პოლიტიკური და რეგიონის განვითარების ხედვები გააცნეს.

როგორც ბესო დანელიამ განაცხადა, ზუგდიდში და მთელ სამეგრელოში „ერთიან საქართველოს“ და ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა და ბოლო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეს მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება.

„დარწმუნებული ვარ, 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო სწორედ იმ შედეგს დადებს, რომლის საფუძველზეც სოლიდურად იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი კოალიციურ მთავრობაში. ჩვენი მოქალაქეები ძალზედ კარგად აცნობიერებენ, რომ ექსპერიმენტების და უვიცი პოლიტიკოსების დრო აღარ არის და ქვეყანა სასიცოცხლოდ საჭიროებს გამოცდილ, უმაღლესი დონის პოლიტიკურ ლიდერს და პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მისი წინსვლის და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა”, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო დანელიამ.

ინფორმაციას “ერთიანი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა