ისრაელის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა

ზუგდიდში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოდან აცნობეს, ისრაელის ელჩი, MASHAV-ის (ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ცენტრის დირექტორთან საქართველოში (Mashav in Georgia), გიორგი ჟღენტთან და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) ხელმძღვანელ, იან ბლინკასთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ეწვია.

მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ამ ორგანიზაციების სახელით ცენტრს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

„ღონისძიების შემდეგ ელჩი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ აღნიშნული ჰუმანიტარული აქტივობის შესახებ ესაუბრა, ხაზი გაესვა კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.

ისრაელის ელჩის, რან გიდორის სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიზიტის დროს შეხვედრა შედგა რეგიონის შალომ კლუბის წევრებთან. არასამთავრობო ორგანიზაცია Shalom Club ისრაელის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაზიარებაა. საქართველოდან უკვე 1 500-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა ტრენინგი ისრაელში სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ქალთა უფლებების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროებში. ,,შალომ კლუბები“ თბილისში, გურიაში, შიდა და ქვემო ქართლსა და ახლა უკვე სამეგრელოში ფუნქციონირებს. ისრაელის ელჩმა სამეგრელოს ,,შალომ კლუბს“ დარეგისტრირება მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს