ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა, გაუქმდეს

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ. ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს.

"რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ტაქსებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნა დაშვებული არაა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

იხილეთ ვიდეო:უქმდება თუ არა ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა?

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა