ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა პერიოდით მოუწევთ დისტანციური სწავლა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა დროით მოუწევთ სწავლის დისტანციურად გაგრძელება თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის სკოლების მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო გადაწვეტილებას ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღებს.

„კონკრეტულ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, 1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეები სწავლას ფიზიკურად კლასებში გააგრძელებენ. რაც შეეხება, ფოთსა და გორს, იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩამოთვლილ სხვა ქალაქებში. ამ ქალაქებში, პირველი ოქტომბრიდან, 1-ელი და მე-6 კლასის, ასევე მე-7 და 12-ე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას ასევე ფიზიკურად გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.

შეგვიძლია, მშობლები დავამშვიდოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვები უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. არ ვაპირებთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ამაზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლების, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების გამოყენებას. შეზღუდვებს, რასაც ლოკალურად ვაწესებთ, ვაწესებთ იქ, სადაც რეალურად ფიქსირდება რაოდენობის მატება. მაქსიმალურად ვცდილობთ, როგორც კი გაუმჯობესდება ეპიდვითარება , ეს შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსნათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს