კახა კალაძე - სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება - არ შევეგუებით, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს

არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა.

დედაქალაქის მერის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაჩუმდნენ დეზინფორმაციაზე, რადგან „დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“.

„მოგესალმებით ყველას, ვინც დღევანდელ ვიდეომიმართვას ელოდება იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე და მათაც, ვინც ეს სიმართლე მაყურებელს დაუმალა. ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ „ფეიკნიუსებმა“ წალეკა მედიასივრცე. ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი მსოფლიო. ჩერჩილს აქვს ასეთი გამოთქმა - „ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლეს ჯერ შარვალიც არ ჩაუცვამსო“. ასეა, სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება. ნუ გვგონია, რომ სიმართლის თქმა ზოგჯერ ზედმეტია. რა ვქნათ, ვუსმინოთ როგორ გვატყუებენ, როგორ ცდილობენ შექმნან გამოგონილი რეალობა? ჩემი პასუხი უკვე იცით - არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ კი, ვინც ახლა მიყურებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - არ გაჩუმდეთ დეზინფორმაციაზე, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო