ხათუნა გოგორიშვილი - ნეტავ, ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?!

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში, ხათუნა გოგორიშვილი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მასწავლებლის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მან სასწავლო წლის დაწყებამდე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს, არჩილ მჟავიას მიმართა, რომ ჩაეტარებინა მასწავლებლებისათვის კორონავირუსზე ტესტირება, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა იმის გამო, რომ „ზევიდან“ იყო დავალება.

მისივე თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების არ გადადგმა უდიდესი დანაშაული და უპასუხისმგებლობაა.

,,ნეტავ ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?! მივმართავ არჩილ მჟავიას, ზურაბ ნასარაიას და კონსტანტინე შარაშენიძეს. დაბა ლაითურის საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ონლაინ რეჟიმზე გადავიდა - ეს ინფორმაცია ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა გვამცნო 23 სექტემბერს. 374 მოსწავლე და 40 პედაგოგი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი კოვიდით დაინფიცირებული პედაგოგია, რომელიც მთელი კვირა გაკვეთილებს ატარებდა. გატესტეს მხოლოდ 87 მოსწავლე, დღეს მათგან სამს კოვიდ - 19 დაუდასტურდა. ნეტავ ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?! სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა პედაგოგი რომ დაგეტესტათ, როგორც მინიმუმ ამ ბავშვებს ხომ მაინც ააცილებდით თავიდან დაინფიცირებას!”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს