მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების ნებართვის გარეშე განთავსების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025