ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქტივისტების მიმართ პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟზე საუბრობენ

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა.

" სახალხო დამცველის ოფისს დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. თუმცა, ეს პირები მზად არ არიან საჯაროდ ისაუბრონ ამის თაობაზე. ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. იმედს გამოვთქვამ, ყველა სავარაუდო დაზარალებული მიმართავს გამოძიებას , გამოძიება კი ობიექტური იქნება ამ საქმეებთან დაკავშირებით,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში