ირმა ნადირაშვილი - პარტიებს შორის პოლემიკა და დისკუსია არჩევნების დასრულებამდე  აუცილებლად იქნება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია

ოპოზიციურ პარტიებს შორის ცეცხლის გახსნა, ქვემეხები და ა.შ. არაფერ შუაშია, ეს არის საღი დისკუსია, სადაც „ევროპული საქართველო“ ცდილობს აჩვენოს, რა განსხვავებაა მას და სხვა პარტიებს შორის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაძაბულ ფონზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პარტიებს შორის არსებული პოლემიკა არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდება და ეს ბუნებრივია.

„არჩევნების დასრულებამდე ასეთი ტიპის პოლემიკა და დისკუსია აუცილებლად იქნება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამომრჩეველი გაყოფილია ორად. ერთი ფლანგი მყარად უჭერს ხელისუფლებას მხარს, ხოლო მეორე ფლანგი ოპოზიციურად არის განწყობილი და ახლა არჩევს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭიროს მხარი. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა პარტიამ მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“ აჩვენოს, რა განსხვავებები აქვს სხვა პარტიებთან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა