სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი - ხვიჩა მღებრიშვილს ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშება, როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

“რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. ამ ეტაპზე, როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით. ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშება. დეტალებზე სამწუხაროდ არ გვისაუბრია, დეტალებს გავარკვევთ, როდესაც გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება”,- აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს