ნინო ბურჯანაძე შს მინისტრს - როცა შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და ბოლომდე არც ერთი საქმე არაა მიყვანილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა?

მაშინ, როდესაც შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი, დამნაშავე არ არის დასჯილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა?- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საქართველოში არსებულ კრიმინალის დონეზე საუბრობს.

ბურჯანაძის განცხადებით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, რომელმაც საზოგადოებას მოატყუა, როდესაც დაჰპირდა, რომ ქვეყანაში „დემოკრატიას ააშენებდა“.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის, რა ხდება ჩვენს ახალგაზრდებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა სარალიძის უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიების დროს, მაშინ, როდესაც დღემდე არ არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის უბედურება, მაშინ, როდესაც შაქარაშვილის ტრაგედია მოხდა, როცა ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და რომ არა მედია, ალბათ, საზოგადოებას არც კი გვეცოდინებოდა ამ უბედურებების შესახებ და ვხედავთ, რომ ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი და დამნაშავე არ არის დასჯილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა? როდესაც ქურდობა, ყაჩაღობა მომატებულია, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა? თუ ცრუობთ ცუდია, თუ არ ცრუობთ და ასე გგონიათ, მაშინ, ბატონო მინისტრო, არაინფორმირებული ბრძანდებით! ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, არის იმის შედეგი, რომ თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და არ არის საქართველოში ის მდგომარეობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ თურმე ისეთ დემოკრატიას ააშენებდა, ისე ააყვავებდა ეკონომიკას 4 წლის თავზე, რომ მთელი ევროპა გაოცებით მოგვაჩერდებოდა. ახლა მთელი ევროპა გვიყურებს, როგორ ვდგამთ ნაბიჯებს უკან იმ არც თუ დიდ წარმატებებთან შეადარებით, რაც მეტ-ნაკლებად ამ ქვეყანას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ამასთანავე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანების მასიური დაშინება მიდის.

„თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის დატვირთული პრობლემებითა და დაშინებით, ეს ასე არ არის. მე გეთანხმებით, რომ ყოფილა უფრო მძიმე შემთხვევებიც წინასაარჩევნო პერიოდის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავის მოსაწონებლად გაქვთ საქმე. მასიურად მიდის ადამიანების დაშინება, მასიურად მიდის ადამიანებისთვის ფოტოს გადაღება, თან, ალბათ, სპეციალურად აკეთებთ, რომ ამ ხალხმა დაინახოს, თორემ თუ მთლად ასეთი არაპროფესიონალები გყავთ, რომ რიგითი მოქალაქეც ხვდება, როცა სუს-ის მანქანა დგას საარჩევნო შეხვედრის დროს გვერდით ან სუს-ის წარმომადგენლები ფოტოებს უღებენ, ვინ შედის და ვინ გამოდის ოფისში, კიდევ უფრო უარესი. მოიკითხეთ, რა ხდება ჩუღურეთში, რა ხდებოდა ზუგდიდში, სხვა რეგიონებში, როდესაც ადამიანებს პირდაპირ აშინებენ და ეუბნებიან, რომ შეხვედრებზე არ უნდა მივიდნენ,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა