ცესკო-ში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენატრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების შესახებ. მან ასევე, ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე, დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას და ა.შ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი, მოადგილე ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები არჩევნების ანალიტიკოსი პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრეს-სპიკერი ესწრებოდნენ.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე