ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 68-ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 236 ადამიანის ტესტირების შედეგად, 68 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა, 23-ის კი, საშუალო სიმძიმის. გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.

შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულტა რაოდენობა 1245-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 366 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა