ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 26 ადამიანის ტესტირების შედეგად, ორი დადებითი პასუხი დაფიქსირდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კორონავირუსი ცხინვალის „პოტრებნადზორის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ანა გაგლოევას და რუს სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა.

ორივე მათგანი მკურნალობას ამბულატორიულად გადის.

15 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ე.წ. საზღვარი გაიხსნა, 93 ტესტი გაკეთდა, რის შედეგადაც სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 93 შემთხვევა დადასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა