მეუფე იაკობი - ვინც ძლიერები ვართ, სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ

ვინც ძლიერები ვართ იმ სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას პოლიტიკოსებს მოუწოდა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სიტუაციას ნუ დაძაბავენ.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ ვერ გვიშველის.

ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო, გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? მაგის გამო დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ.

ეროვნული იდეოლოგია რომ არა აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნან, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში, არ ვიმარჯვებთ. ამიტომ, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდით რაღაცაზე, ვინც ძლიერები ვართ იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა”,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე