ზვიად შალამბერიძე - დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება,- ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, დიდი დროა და ბევრი რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში, ახლა აფხაზეთი სამაჩაბლოსთან ერთად რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. 27 წლის წინაც რუსეთით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვის და 13 დღის შემდეგ სოხუმის დაცემით დამთავრდა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოხუმის დაცვას შეეწირნენ ქართველი გმირები, პატივს მივაგებ კიდევ ერთხელ მათ უკვდავ ხსოვნას, ყველა მათგანი ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში.

მე დავიბადე აფხაზეთში, ვიცხოვრე იქ გარკვეული წლები და მათთან ერთად, ვინც მშობლიური მიწა წლების წინ იძულებით დატოვა, ეს დღე ჩემთვისაც ორმაგად მტკივნეულია. ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს", - წერს ზვიად შალამბერიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო