თეა ახვლედიანი - ჩვენი ორი მოქალაქე კვლავ რჩება ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში - იმედს ვიტოვებთ, მალე მოხდება მათი გათავისუფლება

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება.

მის თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს აკეთებს მათ გასათავისუფლებლად.

"ჩვენ მივესალმებით უკანონო პატიმრობიდან ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, რაც არის საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევის შედეგი. კვლავ რჩება ჩვენი ორი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ძალღონეს არ ვიშურებთ, რომ განვახორციელოთ შესაბამისი ქმედებები, იქნება ეს ცხელი ხაზით გამოყენებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა თუ წითელი ჯვრის მეშვეობით, რათა მათ მიეცეთ უფრო ხშირი შესაძლებლობა, რომ აკონტროლონ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფლებები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე მოხდება მათი გათავისუფლება და ეს ძალისხმევა გამოიღებს შედეგს", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა