სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თეა ახვლედიანმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ზუსტად 27 წლის წინ, 27 სექტემბრის ამ უმძიმეს დღეს ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ იცლებოდა ქართველებისგან სოხუმი, ისინი ტოვებდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს, რასაც თან სდევდა უამრავი ცრემლიანი და ტრაგიკული ისტორია. სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილით სავსე მოსაგონარია საქართველოს უახლეს ისტორიულ განვითარებებს შორის, რაც უკავშირდება ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის შეწყვეტილ სიცოცხლეს, ჩვენი ადგილობრივი დევნილების, ისევე როგორც იმით გაყოფილი ხალხის უმძიმეს ხვედრს.

პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების უპირობო მნიშვნელობის ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, დარწმუნებუული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს”-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს