კახა კალაძე - კიდევ რომ ჩავკეტოთ და "ლოკდაუნი" გამოვაცხადოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის

კიდევ რომ ჩავკეტოთ და "ლოკდაუნი" გამოვაცხადოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კალაძის თქმით, ჩვენ თანაცხოვრება მოგვიწევს პანდემიასთან.

„კოვიდვირუსის ვაქცინა ჯერ გამოგონებული არ არის, მაგრამ ჩვენ კიდევ რომ ჩავკეტოთ, ლოკდაუნი გავაკეთოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სერიოზული პრობლემა იქნება ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, ამიტომ გარკვეულწილად თანაცხოვრება მოგვიწევს.

უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალურად მოთხოვნები, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა